ყველაზე მარტივი: წადით მშობლებთან. საახალწლოდ მათ ყოველთვის აქვთ ბევრი საჭმელი! მახსოვს, 90-იანი წლების გაჭირვებისას, ახალი წელი მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ გადაძეძგილი იყო სუფრა ყოველთვის
ოლივიე, საცივი..დანარჩენისთვის უბრალოდ არ მრჩებოდა ადგილი, ანუ მეკიდა სხვა კერძები
ეს ჩანაწერი ეხება 2 ძირითად კატეგორიას:
1-უცოლო მამაკაცებს, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ და საახალწლოდ საყვარელ ადამიანს ელიან, სურთ მოუწყონ სიურპრიზი და გააოცონ თავისი კულიანიური ნიჭით. რა თქმა უნდა, მამაკაცსაც და დედაკაცსაც საჭმელი არ აინტერესებთ. ერთი სული ექნებათ როდის აძიგძიგდებიან ლოგინში (ან სადმე სხვაგან, თუნდაც სამზარეულოში).
2-ცოლიან მამაკაცებს, რომლებიც დილემის წინაშე დგანან: ან გააწყობენ საახალწლო სუფრას, ან გაართობენ ბავშვს. ჩემს შემთხვევაში პირველი ვარიანტი მირჩევნია. არა იმიტომ, რომ ჩემს ბავშვთან გართობა არ მინდა, არამედ იმიტომ რომ ცოლს ეს უფრო კარგად გამოსდის. ჩემთან გართობის შემდეგ ბავშვი ნამეტანი აგრესიული ხდება.
მოკლედ, დადგა 31 დეკემბერი. რა თქმა უნდა, ბაზარში ჯერ არავინ არ გასულა და სახლში მხოლოდ ყავა, კვერცხი და სლობოდას მაიონეზია, რაც საუზმისთვის სავსებით საკმარისია. მაგრამ ახალ წელს რამე ხომ უნდა იყოს სუფრაზე? ჭეშმარიტი ქართველები გოჭს არ აკლებენ სუფრას, მე კი გოჭი ცხოვრებაში არ მიჭამია. ვერ ვხვდები, რა სანახავია სუფრაზე შებრაწული ცხედარი? ცოტაა სხვა კერძები? ყველაფერი სიის ჩამოწერით იწყება. მაშ ასე, გსურს საახალწლო სუფრა 75 ლარი დაგიჯდეს? ყურადღებით მისმინე!
ოლივიე, ქათმის კატლეტი, ოსტრი, ხაჭაპური, ფხალი (ლობიოს ფხალიც შეიძლება), საცივი, ძეხვისა და ყველის ასორტი, გამაგრილებელი სასმელი.
საკმაირისია.
ღვინო? ღვინო პაპაშენს სთხოვე და გამოგიგზავნის.
ოლივიე ჯდება სადღაც 12 ლარი, ნუ მე ნაკლები დამიჯდა. სჭირდება ერთი მაიონეზი, მწვანე ბარდა, მჟავე კიტრი, ერთი ცალი სტაფილო ერთი პატარა “დოქტორსკი”, 4 კვერცხი, 4-5 კარტოფილი, კამა და ოხრახუში, მარილი.
ქათმის კატლეტი ჯდება 4 ლარი, no bullshit here dudes. 500 გრამი ქათმის ფარში ყოფნის მაგ საქმეს, ერთი კვერცხი და მწვანილები.
ოსტრი ჯდება 10 ლარი. იყიდე გაყინული ხორცის ნაჭერი, სადღაც 7 ლარი გამოდის, 3-4 კარტოფილი, ერთი სუფრის კოვზი ტომატი, ერთი ხახვი, მწვანილები და ეგაა. რეცეპტი მერე.
ხაჭაპური, 2 ლობიანი, 2 იმერული. ჯამში 8 ლარი. არ გააკეთო არა, იყიდე!
ფხალი ცოტა საჩალიჩოა…განსაკუთრებით ლობიოს ფხალი. ნუ ესეც ჯდება სადღაც 7 ლარამდე (ორივე ფხალი). დაგჭირდება ისპანხი, ნიგოზი, ნიორი, ბლენდერი ან “მიასარუბკა”, ლობიოს ფხალს სჭირდება, შესაბამისად, ლობიო.
საცივი სადღაც 10-12 ლარის ბაზარია. არაა აუცილებელი ინდაურის იყოს. ბარკალიც მშვენივრად უხდება, თან უფრო ნოყიერია. ინდაური არის სუფთა ვიზუალური მირაჟი, სპეცეფექტივითაა. გარედან შეხედავ კარგ ვიდზეა…დაბრიდავ, გაპუტავ და განიცდი ფრუსტრაციას. საცივისთვის საჭიროა დაახლოებით 300 გრამი ნიგოზი, სუნელები, 3 თავი ნიორი, მწვანილები..რეცეპტი მერე!
ყველი სულგუნი და იმერული გაასწორებს, ნახევარ–ნახევარი კილო რომ დაითრიო, გეყოფათ. ეგეც სადღაც 10-12 ლარის ბაზარია.
ძეხვის ასორტი 15 ლარის პესნიაა.
კოკა–კოლა, ფანტა და სპრაიტი, თითო ცალი – 5,40
ერთი ნამცხვარი – 8 ლარი.
შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაანაწილოთ დრო და მოქმედებები ისე, რომ დროში ჩაჯდეთ, ასევე გაგანდობთ ჩემს რამდენიმე საფირმო კერძის რეცეპტს