რაღაც წერის ხასიათზე მოვედი…ნუთუ მუზა დამიბრუნდა?:) სადღაც რომ იყო გამქრალი, რამდენი ვეძებე ამის დედაც. ერთი რომანი დაკონსერვებული მაქვს, არ ვიცი როდის გავაგრძელებ. ასეა რა, მუზა…სიყვარულივით. მიდის, მოდის…ხან არის, ხან არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ წერა მომინდა. იმედია 2012 წელს დამებედება. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს. თან დრაკონის წელია!
პირველი იანვარი იწურება, განწყობა ნოლზე. სენტიმენტების შემოტევის ფონზე ბლოგზე წერა ცოტა “ისეთ” პონტად მეჩვენებოდა ყოველთვის. ვის უნდა აინტერესებდეს, რას ვფიქრობ ან რა აზრები მიტრიალებს თავში? ან თუნდაც რა მოსასმენია, რომ ნებისმიერ სევდიან სიმღერაზე ცრემლი მერევა?ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა…თუმცა, ვისთვის როგორ
ზოგს ბლოგზე აზრების ფრქვევა შვებად აქვს ქცეული. ნეტავ შველის თუ არა? რავიცი,ვნახოთ…ბლოგი იქეთ იყოს და პოეზია არის ახლა მოდაში. ყველა, ვისაც ვორდი აქვს კომპში ჩაწერილი, პოეტია. ზოგი, ჩემსავით, იუმორს ჩინჩლავს პერიოდულად ფეისბუქის სტატუსში და შემდეგ გულის ფანცქალით ელოდება დალაიქებას ან კომენტარს. ”სახალხოდ გინება ახალი ჩვევა არის თუ რა ხდება”–ო, მეუღლემ შემომჩივლა დღეს. ვის უკვირს დღეს გინება რო?
რა, ჩემს უზრდელობას უსვამს ხაზს თუ ჩემს სნობობასა და გოიმობას? ამას წინათ კიდე ფორუმზე გემოვნება დამიწუნეს, შენ არაფერი გესმის თანამედროვე პოეზიისო. შეიძლება მასეც არის
თანამედროვეობის ბევრი რამე არ მესმის. დავბერდი? პრინციპში მკიდია
ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ავღანეთზე. ძალიან მინდა წასვლა. იქნებ ამით მაინც მოვიშორო ის უსუსურობის განცდა, რაც 2007 წლისი 2 სექტემბრიდან დამეუფლა. “ვითომ რატომ ვერა?! მაგასაც ვნახავთ!”. მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები, რომ მიზეზი სხვაგან დევს..
-ფული გინდა შვილო?–მამაჩემი არ მეშვება აგერ მერამდენე დღეა.
ფული?ფული ვის არ უნდა…რა აზრი აქვს ახსნას? “არა, მამა, ფული..განა რა ფულია?ათასები?ათიათასები?ტრაკი გავანძრიო, აქაც მაგდენისვე ვიშოვი..არა, სხვა რამეა,მამა”…
–და რა არის შე კარგმოტყნულო რატომ ვერ ეტევი ერთ ადგილას?! ცოლი გყავს, შვილი გყავს, რა გეავღანეთება ვირო!–არ მეშვება მამაჩემი.
–ეე,კაი რა მამა..დაიკიდე რა..
ავღანეთში 11 ჯარისკაცი დავკარგეთ.
მეც კარგი ეგოისტი ვარ. მარტო ჩემს თავზე ვფიქრობ. სულ ასე იყო პრინციპში. “მე” პირველ ადგილზე იყო ყოველთვის.
რატომ?
სხვას ეკიდა ეს “მე” ჩემს გარდა. ეგეც ყოველთვის ასე იყო.
6 თვეში ბევრი რამ შეიცვლება. რაც მთავარია, ბევრი რამ დალაგდება. ბოლობოლო, წიგნისთვის ახალ მასალებს ჩამოვიტან. ეგეც ხომ საქმეა…
“ახალგაზრდა მწერალი” თამაზ დემეტრაშვილი, ო რა კარგად ჟღერდა თავის დროზე
iratta.ru-მ დაუვიწყარი 5 თვე მაჩუქა. ძალზედ მესიამოვნა წიგნზე მუშაობის პროცესი. მაგრამ მაშინ იყო მუზა, იყო განწყობა, სიტუაცია. ახლა ეს ყველაფერი გამქრალია სადღაც. ოცნებაც დამავიწყდა. ადრე, მახსოვს, ბაიკების სურათებს ვათვალიერებდი, ინტერნეტში ფასებს ვეძებდი, შემდეგ ვცდილობდი გამომეთვალა, რა დამიჯდებოდა ჩამოყვანა, განბაჟება და ა.შ..ამაზეც არ მეფიქრება ახლა
ვბერდები, ვბერდები…”აუ კუსა, ძალიან სტარიკები გავხდით”–მეუბნება მეუღლე. მართალია.
მორიგი სიმღერა ჩემი პლეილისტიდან ჟღერს, Chris Daughrty – Home. მაგარი ვეშია…ბოლო დროს სიტყვებს ვუკვირდები. თურმე რამდენი აზრი დევს. ადრე არ მიმიქცევია ყურადღება
მთავარი მელოდია იყო…
სიტყვები კი ბევრს ნიშნავს
შემდეგი თრექი: http://www.youtube.com/watch?v=x9udrv1TT6U
ეგეც მაგრად ასწორებს
ბევრ რამეზე მეფიქრება ამ დროს…ერთი შეხედვით ბანალურ რაღაცეებზე: ცა, ვარსკვლავები, ღრუბლები, სხვა ფსევდორომანტიული უბედურებები. მაგრამ მაინც აზრიანია…
ხვალ კი ვსვამ გაპროჭვამდე