ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ჩატარებული ოპერაციების შედეგად საქართველომ 5 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, 31-ე ბატალიონის ბრავო ასეულის მეთაური.
სერჟანტი დათო ცეცხლაძე
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი
კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი
კაპრალი ნუგზარ კალანდაძე
როდესაც გადაწყდა ჩვენი შენაერთის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გაგზავნა, უკვე მაშინ ვიცოდი, რომ იქნება მსხვერპლი. უმსხვერპლოდ ჰელმანდში დავალების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოწინააღმდეგე მიმოფანტულია პროვინციის მთელ ტერიტორიაზე, მოქმედებს პარტიზანული ომის ტაქტიკით და იყენებს სხვადასხვა ასაფეთხებელ მოწყობილობებს. სტატისტიკის მიხედვით, კოალიციური ჯარების პირველი მკვლელი იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ანუ აიდია. (IED- Improvised Explosive Device). ის ანადგურებს ყველაფერს. მისი დამზადება საკმაოდ მარტივია, საჭირო მასალები მოიპოვება სოფლის მეურნეობაში. ავღანეთში ძირითადად იყენებენ სასუქების და სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ნარევს (რომელიც ასევე იშოვება). პირველ ადგილზეა გვარჯილა და ომონიუმის ნიტრატი. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის…
როდესაც მუხრანი დაიღუპა, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია. ზოგი ამბობდა, რომ შუკვანი სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა, ზოგი ამტკიცებდა, რომ ის ნაღმზე აფეთქდა. ოფიციალური უწყებები კი დუმილს ამჯობინებენ. პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია, რომელიც ავღანეთიდან მოდის, არის გასაიდუმლოებული. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი გაუგებელი და, შეიძლება ითქვას, აბსურდულია.
როდესაც ერაყში ვმსახურობდი, თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი სამხედრო გამოცემას Stars and Stripes. გაზეთი, რომელიც გამოდიოდა არა მარტო სამხედროებისთვის , მაგრამ 99% სამხედრო თემას ეძღვნებოდა. მანდ იყო სპეციალური გვერდი, რომელიც ეხებოდა ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს. მოთავსებული იყო სურათი და ისტორია, თუ რა ვითარებაში დაკარგა ამერიკამ თავისი ჯარისკაცი. მისი თანამებრძოლები ყვებოდნენ, თუ რა მამაცურად იბრძოდა და რა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ჩვენთან ამაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ნუ გასაგებია, ასაიდუმლოებენ, ჯანდაბას, გავიგეთ. მაგრამ როდესაც ქვეყნის ჯარისკაცი იღუპება საბრძოლო მოქმედებებში (არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტერიტორიაზე), სახელმწიფო ვალდებულია სამხედრო ტრადიციების ყველა დაცვით ჩამოასვენოს და დაკრძალოს სამხედრო. ჩვენთან კიდევ ისე ჩუმად ჩამოასვენეს და გადასცეს ნათესავებს, კაციშვილმა ვერაფერი გაიგო…არც ორკესტრი, არც საპატიო ყარაული, არც სახელმწიფო დროშები, არც მხედრული სალამი…ეს მიუღებელია, ბატონებო, მიუღებელი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ვითარებაში იმყოფებიან იქ ჩვენი ბიჭები, რაოდენ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, რა რისკის ფასად უჯდებათ ბაზიდან თითოეული ნაბიჯი. ხალხმა უნდა დააფასოს მათ მიერ გაწეული მსხვერპლი.
November 21, 2010 at 7:50 pm
მოგესალმებით საინფორმაციო პორტალ http://www.onlinenews.ge
ჩვენ საიტზე იგეგმება აახალი რუბრიკის „ქართველი ბლოგერები“ დამატება, სადაც ვგეგმავთ განვათავსოთ,სხვადასხვა საინტერესო (არაპოლიტიკური) ბლოგები, გვინდა რომ რუბრიკა იყოს ყოველღიურად განახლებადი, ამიტომ გვაქვს სურვილი უფრო მეტ ბლოგერთან ვითანამშრომლოთ. გვაქვს სურვილი, მათ შორის იყოს თქვენი ბლოგიც. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ facebook-ზე http://www.facebook.com/#!/note.php?note_id=176084269071909&comments
March 17, 2011 at 12:22 pm
სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო.
October 30, 2011 at 12:54 pm
”’ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს დაღუპულ ჯარისკაცებს…”–ქვეყანა არა, ხელისუფლება რომელიც პატივს არ სცემს დაღუპულ ჯარისკაცებს.ესენი ცოცხალ ადამინს არ სცემენ პატივს და არ აფასებენ და გარდაცვლილს დააფასებენ.ან ქართველ ჯარისკაცებს რატომ აგზავნიან იქ,როცა ისინი საქართველოს სჭირდება.სამაგიეროდ ომში ჯარიაცებს ნაცვლად პატარა გამოუცდელი ბავშვები გაგზავნეს,ფაქტიურად ინასწრ სასიკვდილოდ განწირეს.კარგია რომ მათ სახელებს არ ივიწყებთ და თქვენ მაინც სცემთ პატივს,ისინიც საქართველოს კარგი მომავლისთის დაიღუპნენ,ოღონდ ერაყში.ხალხი უნდა ვაფასებდეთ და პატივსცვსცემდეთ ერთმანეთს ,თორემ ეს ხელისუფლება რომ ვერ იტნს ქართულ საზოადოებას ფაქტი სახეზეა.
January 25, 2012 at 11:56 am
გეთანხმები, ხელისუფლება და არა ქვეყანა. ვფიქრობ რომ ავტორმაც ზუსტად ეგ იგულისხმა. მაგრამ მთლად ეგრეც არ არის, საქმე იმაშია რომ ზოგისთვის ავღანეთში კი არა აგვისტოს ომში დაყუპული ჯარისკაცებიც არაა დასაფასებელი და ამბობენ რომ ეგენი მიშასთვის იბრძოდნენო..
“ხალხმა უნდა იცოდეს, რა ვითარებაში იმყოფებიან იქ ჩვენი ბიჭები, რაოდენ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, რა რისკის ფასად უჯდებათ ბაზიდან თითოეული ნაბიჯი. ხალხმა უნდა დააფასოს მათ მიერ გაწეული მსხვერპლი.”
ძალიან კარგი ნათქვამია, მაგრამ მთავრობა იმაზე ფიქრის მაგივრად თუ როგორ გააგებინოს ხალხს მისიის მნიშნელობა, იმაზე ფიქრობენ თუ როგორ დამალონ ეს ფაქტები. დამახინჯებული აზროვნება აქვთ და მაგის ბრალია ეგ ყველაფერი..