მას მერე, რაც iratta.ru-მ მზის სინათლე იხილა, დავიწყე მუშაობა ახალ პროექტზე. ძალიან მომეწონა წერის პროცესი და გადავწყვიტე, დამოუკიდებლად დავწერო წიგნი. ახალი პროექტის სახელწოდებაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ეს იქნება დეტექტივი. შეიძლება ითქვას, თრილერი. საქმე ეხება საიდუმლოებით მოცულ რამდენიმე მკვლელობას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოხდა. ხელწერა იდენტურია: ორი გვამი–ქალის და მამაკაცის, ორივეს ქორწინების ბეჭდები უკეთია, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან. სიკვდილის მიზეზი თოკით გაგუდვაა…არ ვიცი, რამდენად გაამართლებს, მაგრამ საოცრად ბევრი იდეა მომდის.

ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ  iratta.ru დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა. წიგნი ეძღვნება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს. ქრონოლოგია დაცული არ არის, არც დოკუმენტურ მასალებს შეიცავს. მხატვრულია თავიდან ბოლომდე. ბატალურ სცენებზე მუშაობისას ძნელი იყო ემოციების გაკონტროლება. იმედია, მოგეწონებათ. წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელ პარნასში, ასევე საგაზეთო ჯიხურებში. ვეცდები შემდეგი წიგნი ასეთივე საინტერესო გამოვიდეს.

ps: საუკუნეა არ დამიწერია ბლოგზე :)

Advertisement