მერამდენედ დავრწმუნდი იმაში, რომ ღირსები ვართ, რაც გვემართება. უარესის ღირსები ვართ. ერთი კაი წმენდა და ფილტრაციაა საჭირო. საქართველო იქცა გრუზინეთად!
რამდენიმე დღის წინ გლდანში, მეტროში, ხალხმრავალ ადგილას, საშინელი მკვლელობა მოხდა. 3 არაკაცმა ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ახალგაზრდა, რომელმაც ყველა ომი გამოიარა, იცავდა იმ სირებს, დაბრუნდა ცოცხალი და მეტროში მოკლეს. ყველაზე საზარელი ის არის, რომ ირგვლივ მყოფებმა ამ ყველაფერს უბრალოდ უყურებდნენ! არის ამის ამსახველი ვიდეომასალა, კურიერშიც გავიდა სიუჟეტი, მეტროში დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო..უბრალოდ უყურებდნენ, როგორ კლავდნენ ადამიანს. იმ ჯარისკაცმა შენიშვნა მისცა “ახალგაზრდებს”, მათ კი მოკლეს. რა თქმა უნდა, ყველა დაიჭრეს…
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ქვეყანა ყარს. ჩემი თაობა ყარს, საშინელი სუნი ასდის, იხრწნება და ირგვლივ წამლავს ყველაფერს. ჩემი შვილი არ დაიბადება გრუზინეთში, მითუმეტეს არც გაიზრდება…
March 27, 2010 at 7:33 pm
ცვედანების საზოგადოება
April 15, 2010 at 1:42 pm
მდა. ერთი ცუდი ხომ თავისთვად ეს სიტუაციაა და მეორე კიდევ ის, რომ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანს პესიმისტად გახდის და ქვეყნიდან წასვლას მოანდომებს. იგივე სიტუაციაში ვარ.
April 16, 2010 at 7:09 am
მე ასე მგონია : რაც საზოგადოებაა ის სახელმწიფოა. მგონი ერთმანეთ ვიმსახურებთ არაა? თვით კრიტიკა ყველას არგებდა
August 2, 2010 at 1:22 am
Rac eri is berio. Ase rom rac xdeba chwens taws ywelaperi chwenive bralia:( imedia rodesme jansagi adamianebi, da jansagi sazogadoeba gavxdebit:(