დასრულდა ჩემი სამთვიანი ლაშქრობა ერაყში,ქალაქ ალ კუტში..ვერ ვიტყვი,შთამბეჭდავი ხედებია თქო, მაგრამ ნუ რაც არი არი რა…
სამწუხაროდ, დღეს დაგვეღუპა 2 სამხედრო მოსამსახურე..უფალმა აცხონოს მათი სულები..დილიდან დანგრეული ვარ, არაფრის ხასიათი არ მაქვს..არ ვიცნობდი იმ ბიჭებს მაგრამ ძალიან დამწყდა გული და ცრემლები ვერ შევიკავე.აქამდე უფალი გვფარავდა კონვოისა და პატრულებში, მაგრამ როგორც ვატყობ, ამჯერად უფალს დაეზარა კონვოიში წამოსვლა…
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პირველი დანაკარგი განიცადეს..დღეს დილით, ალბათ, ყოველდღიურ მოხსენებაში გენერალს მოახსენეს : IED Strike IVO COP Cleary, 2 Georgian Soldiers KIA, 1 WIA…

Advertisement