ვფიქრობდი დღეს, რამე კარგს დავწერ თქო, მარა ბოლო წამს ხასიათში ჩამეკუკა.

ორგანულად ვერ ვიტან სირებს. არსებობს ასეთი კატეგორია, ყველა თაობაში, ყველა დროში იყვნენ, არიან და იქნებიან კიდეც. ეს არის ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაზე ჭკვიანები, განათლებულნი,ერუდირებულნი და საერთოდ, ყველაზე ზე–როჟები არიან. ჰიპერეგოისტები, უმეტეს შემთხვევაში უგრძნობები. მათ უყვართ მანიპულირება, მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როდესაც ხედავენ რომ მათზე, მათ ქცევებზე დამოკიდებულია რომელიმე კონკრეტული პიროვნების განწყობა.  ძალიან კარგი ფსიქოლოგები არიან,  ყველა სიტყვას აქცევენ ყურადღებას. და რაც მთავარია, სარკეში საკუთარი თავის დანახვისას განიცდიან ორგაზმს.

მთელი ცხოვრება მძულდა ასეთი ხალხი. მათი ქცევა იწვევდა ისეთ ზიზღს, რომ გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა. დაახლოებით მსგავსი შეგრძნება დამეუფლა დღეს. უბრალოდ მომინდა რომ მუხლში გადამეტეხა ის კვერცხი. ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა და რასაც ამ დროს, აი ამ წამს სჩადის. სისხლი მომაწვა საფეთქლებში, საშინელმა კანკალმა ამიტაცა. ცოტაც, ცოტაც და ვიპოვიდი, გამოვათრევდი თავისი ბუნაგიდან, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს და მყესს მყესზე გავუწყვიტავდი. დიდი სიამოვნებით ვიგრძნობდი მის ხორხს ჩემს თითებში. და ამ დროს ჩავხედავდი თვალებში, საინტერესოა, იქნებოდა თუ არა ის ამპარტავნობა, უგულობა, ის სარკაზმი მის თვალებში, იმ კონკრეტულ მომენტში? საინტერესოა.

მათთვის სხვისი ცრემლები, სხვისი უბედურება, ტანჯვაში გათენებული ღამე, საწვავივითაა. ეს აუცილებელია მათი არსებობისთვის, სხვანაირად ისინი ვერ იარსებებენ, სხვანაირად მათ საცოდავ არსებობას ამ პლანეტაზე აზრი ეკარგება. ვერ წარმოიდგენენ საკუთარ თავს სხვა ამპლუაში, ეს არის მათი “კოზირი”.

მაგრამ საბოლოო ჯამში, რაღაც ეტაპზე, ისინი არსებობას წყვეტენ.

ყველაზე მარტივი: წადით მშობლებთან. საახალწლოდ მათ ყოველთვის აქვთ ბევრი საჭმელი! მახსოვს, 90-იანი წლების გაჭირვებისას, ახალი წელი მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ გადაძეძგილი იყო სუფრა ყოველთვის :) ოლივიე, საცივი..დანარჩენისთვის უბრალოდ არ მრჩებოდა ადგილი, ანუ მეკიდა სხვა კერძები :)

ეს ჩანაწერი ეხება 2 ძირითად კატეგორიას:

1-უცოლო მამაკაცებს, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ და საახალწლოდ საყვარელ ადამიანს ელიან, სურთ მოუწყონ სიურპრიზი და გააოცონ თავისი კულიანიური ნიჭით. რა თქმა უნდა, მამაკაცსაც და დედაკაცსაც საჭმელი არ აინტერესებთ. ერთი სული ექნებათ როდის აძიგძიგდებიან ლოგინში (ან სადმე სხვაგან, თუნდაც სამზარეულოში).

2-ცოლიან მამაკაცებს, რომლებიც დილემის წინაშე დგანან: ან გააწყობენ საახალწლო სუფრას, ან გაართობენ ბავშვს. ჩემს შემთხვევაში პირველი ვარიანტი მირჩევნია. არა იმიტომ, რომ ჩემს ბავშვთან გართობა არ მინდა, არამედ იმიტომ რომ ცოლს ეს უფრო კარგად გამოსდის. ჩემთან გართობის შემდეგ ბავშვი ნამეტანი აგრესიული ხდება.

მოკლედ, დადგა 31 დეკემბერი. რა თქმა უნდა, ბაზარში ჯერ არავინ არ გასულა და სახლში მხოლოდ ყავა, კვერცხი და სლობოდას მაიონეზია, რაც საუზმისთვის სავსებით საკმარისია. მაგრამ ახალ წელს რამე ხომ უნდა იყოს სუფრაზე? ჭეშმარიტი ქართველები გოჭს არ აკლებენ სუფრას, მე კი გოჭი ცხოვრებაში არ მიჭამია. ვერ ვხვდები, რა სანახავია სუფრაზე შებრაწული ცხედარი? ცოტაა სხვა კერძები? ყველაფერი სიის ჩამოწერით იწყება. მაშ ასე, გსურს საახალწლო სუფრა 75 ლარი დაგიჯდეს? ყურადღებით მისმინე!

ოლივიე, ქათმის კატლეტი, ოსტრი, ხაჭაპური, ფხალი (ლობიოს ფხალიც შეიძლება), საცივი, ძეხვისა და ყველის ასორტი, გამაგრილებელი სასმელი.

საკმაირისია.

ღვინო? ღვინო პაპაშენს სთხოვე და გამოგიგზავნის.

ოლივიე ჯდება სადღაც 12 ლარი, ნუ მე ნაკლები დამიჯდა. სჭირდება ერთი მაიონეზი, მწვანე ბარდა, მჟავე კიტრი, ერთი ცალი სტაფილო ერთი პატარა “დოქტორსკი”, 4 კვერცხი, 4-5 კარტოფილი, კამა და ოხრახუში, მარილი.

ქათმის კატლეტი ჯდება 4 ლარი, no bullshit here dudes. 500 გრამი ქათმის ფარში ყოფნის მაგ საქმეს, ერთი კვერცხი და მწვანილები.

ოსტრი ჯდება 10 ლარი. იყიდე გაყინული ხორცის ნაჭერი, სადღაც 7 ლარი გამოდის, 3-4 კარტოფილი, ერთი სუფრის კოვზი ტომატი, ერთი ხახვი, მწვანილები და ეგაა. რეცეპტი მერე.

ხაჭაპური, 2 ლობიანი, 2 იმერული. ჯამში 8 ლარი. არ გააკეთო არა, იყიდე!

ფხალი ცოტა საჩალიჩოა…განსაკუთრებით ლობიოს ფხალი. ნუ ესეც ჯდება სადღაც 7 ლარამდე (ორივე ფხალი). დაგჭირდება ისპანხი, ნიგოზი, ნიორი, ბლენდერი ან “მიასარუბკა”, ლობიოს ფხალს სჭირდება, შესაბამისად, ლობიო.

საცივი სადღაც 10-12 ლარის ბაზარია. არაა აუცილებელი ინდაურის იყოს. ბარკალიც მშვენივრად უხდება, თან უფრო ნოყიერია. ინდაური არის სუფთა ვიზუალური მირაჟი, სპეცეფექტივითაა. გარედან შეხედავ კარგ ვიდზეა…დაბრიდავ, გაპუტავ და განიცდი ფრუსტრაციას. საცივისთვის საჭიროა დაახლოებით 300 გრამი ნიგოზი, სუნელები, 3 თავი ნიორი, მწვანილები..რეცეპტი მერე!

ყველი სულგუნი და იმერული გაასწორებს, ნახევარ–ნახევარი კილო რომ დაითრიო, გეყოფათ. ეგეც სადღაც 10-12 ლარის ბაზარია.

ძეხვის ასორტი 15 ლარის პესნიაა.

კოკა–კოლა, ფანტა და სპრაიტი, თითო ცალი – 5,40

ერთი ნამცხვარი – 8 ლარი.

შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაანაწილოთ დრო და მოქმედებები ისე, რომ დროში ჩაჯდეთ, ასევე გაგანდობთ ჩემს რამდენიმე საფირმო კერძის რეცეპტს :)

რაღაც წერის ხასიათზე მოვედი…ნუთუ მუზა დამიბრუნდა?:) სადღაც რომ იყო გამქრალი, რამდენი ვეძებე ამის დედაც. ერთი რომანი დაკონსერვებული მაქვს, არ ვიცი როდის გავაგრძელებ. ასეა რა, მუზა…სიყვარულივით. მიდის, მოდის…ხან არის, ხან არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ წერა მომინდა. იმედია 2012 წელს დამებედება. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს. თან დრაკონის წელია!

პირველი იანვარი იწურება, განწყობა ნოლზე.  სენტიმენტების შემოტევის ფონზე ბლოგზე წერა ცოტა “ისეთ” პონტად მეჩვენებოდა ყოველთვის. ვის უნდა აინტერესებდეს, რას ვფიქრობ ან რა აზრები მიტრიალებს თავში? ან თუნდაც რა მოსასმენია, რომ ნებისმიერ სევდიან სიმღერაზე ცრემლი მერევა?ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა…თუმცა, ვისთვის როგორ :) ზოგს ბლოგზე აზრების ფრქვევა შვებად აქვს ქცეული. ნეტავ შველის თუ არა? რავიცი,ვნახოთ…ბლოგი იქეთ იყოს და პოეზია არის ახლა მოდაში. ყველა, ვისაც ვორდი აქვს კომპში ჩაწერილი, პოეტია.  ზოგი, ჩემსავით, იუმორს ჩინჩლავს პერიოდულად ფეისბუქის სტატუსში და შემდეგ გულის ფანცქალით ელოდება დალაიქებას ან კომენტარს.  ”სახალხოდ გინება ახალი ჩვევა არის თუ რა ხდება”–ო, მეუღლემ შემომჩივლა დღეს. ვის უკვირს დღეს გინება რო? :) რა, ჩემს უზრდელობას უსვამს ხაზს თუ ჩემს სნობობასა და გოიმობას? ამას წინათ კიდე ფორუმზე გემოვნება დამიწუნეს, შენ არაფერი გესმის თანამედროვე პოეზიისო. შეიძლება მასეც არის :) თანამედროვეობის ბევრი რამე არ მესმის. დავბერდი? პრინციპში მკიდია :)

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ავღანეთზე. ძალიან მინდა წასვლა. იქნებ ამით მაინც მოვიშორო ის უსუსურობის განცდა, რაც 2007 წლისი 2 სექტემბრიდან დამეუფლა. “ვითომ რატომ ვერა?! მაგასაც ვნახავთ!”. მაგრამ გულის სიღრმეში ვხვდები, რომ მიზეზი სხვაგან დევს..

-ფული გინდა შვილო?–მამაჩემი არ მეშვება აგერ მერამდენე დღეა.

ფული?ფული ვის არ უნდა…რა აზრი აქვს ახსნას? “არა, მამა, ფული..განა რა ფულია?ათასები?ათიათასები?ტრაკი გავანძრიო, აქაც მაგდენისვე ვიშოვი..არა, სხვა რამეა,მამა”…

–და რა არის შე კარგმოტყნულო რატომ ვერ ეტევი ერთ ადგილას?! ცოლი გყავს, შვილი გყავს, რა გეავღანეთება ვირო!–არ მეშვება მამაჩემი.

–ეე,კაი რა მამა..დაიკიდე რა..

ავღანეთში 11 ჯარისკაცი დავკარგეთ.

მეც კარგი ეგოისტი ვარ. მარტო ჩემს თავზე ვფიქრობ. სულ ასე იყო პრინციპში. “მე” პირველ ადგილზე იყო ყოველთვის.

რატომ?

სხვას ეკიდა ეს “მე” ჩემს გარდა. ეგეც ყოველთვის ასე იყო.

6 თვეში ბევრი რამ შეიცვლება. რაც მთავარია, ბევრი რამ დალაგდება. ბოლობოლო, წიგნისთვის ახალ მასალებს ჩამოვიტან. ეგეც ხომ საქმეა…

“ახალგაზრდა მწერალი” თამაზ დემეტრაშვილი, ო რა კარგად ჟღერდა თავის დროზე :) iratta.ru-მ დაუვიწყარი 5 თვე მაჩუქა. ძალზედ მესიამოვნა წიგნზე მუშაობის პროცესი. მაგრამ მაშინ იყო მუზა, იყო განწყობა, სიტუაცია. ახლა ეს ყველაფერი გამქრალია სადღაც. ოცნებაც დამავიწყდა. ადრე, მახსოვს, ბაიკების სურათებს ვათვალიერებდი, ინტერნეტში ფასებს ვეძებდი, შემდეგ ვცდილობდი გამომეთვალა, რა დამიჯდებოდა ჩამოყვანა, განბაჟება და ა.შ..ამაზეც არ მეფიქრება ახლა :) ვბერდები, ვბერდები…”აუ კუსა, ძალიან სტარიკები გავხდით”–მეუბნება მეუღლე. მართალია.

მორიგი სიმღერა ჩემი პლეილისტიდან ჟღერს, Chris Daughrty – Home. მაგარი ვეშია…ბოლო დროს სიტყვებს ვუკვირდები. თურმე რამდენი აზრი დევს. ადრე არ მიმიქცევია ყურადღება :) მთავარი მელოდია იყო…

სიტყვები კი ბევრს ნიშნავს :)

შემდეგი თრექი: http://www.youtube.com/watch?v=x9udrv1TT6U

ეგეც მაგრად ასწორებს :) ბევრ რამეზე მეფიქრება ამ დროს…ერთი შეხედვით ბანალურ რაღაცეებზე: ცა, ვარსკვლავები, ღრუბლები, სხვა ფსევდორომანტიული უბედურებები. მაგრამ მაინც აზრიანია…

ხვალ კი ვსვამ გაპროჭვამდე :)

The stats helper monkeys at WordPress.com mulled over how this blog did in 2010, and here’s a high level summary of its overall blog health:

Healthy blog!

The Blog-Health-o-Meter™ reads This blog is doing awesome!.

Crunchy numbers

Featured image

A Boeing 747-400 passenger jet can hold 416 passengers. This blog was viewed about 2,500 times in 2010. That’s about 6 full 747s.

 

In 2010, there were 8 new posts, growing the total archive of this blog to 77 posts.

The busiest day of the year was February 15th with 67 views. The most popular post that day was დავბრუნდი….

Where did they come from?

The top referring sites in 2010 were forum.ge, holmes.ge, dodka.ge, facebook.com, and bigcrow.ge.

Some visitors came searching, mostly for gudauri, მანქანის ტარება, erakis omi, edo demetrashvili, and 2008 წლის 7 აგვისტო.

Attractions in 2010

These are the posts and pages that got the most views in 2010.

1

დავბრუნდი… May 2008
6 comments

2

როგორ ვისწავლოთ მანქანის ტარება? May 2009
2 comments

3

ეს არის ვერტმფრენიდან გადაღებული სურათები…ციდან დანახული ჩემი სამშობლო… March 2007
1 comment

4

მცდარი წარმოდგენები პუტნუკა ხალხზე January 2010
4 comments

5

გორი და მისი კატლეტი March 2009
4 comments

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში ჩატარებული ოპერაციების შედეგად საქართველომ 5 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, 31-ე ბატალიონის ბრავო ასეულის მეთაური.

სერჟანტი დათო ცეცხლაძე

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

როდესაც გადაწყდა ჩვენი შენაერთის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში გაგზავნა, უკვე მაშინ ვიცოდი, რომ იქნება მსხვერპლი. უმსხვერპლოდ ჰელმანდში დავალების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოწინააღმდეგე მიმოფანტულია პროვინციის მთელ ტერიტორიაზე, მოქმედებს პარტიზანული ომის ტაქტიკით და იყენებს სხვადასხვა ასაფეთხებელ მოწყობილობებს. სტატისტიკის მიხედვით, კოალიციური ჯარების პირველი მკვლელი იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, ანუ აიდია. (IED- Improvised Explosive Device). ის ანადგურებს ყველაფერს. მისი დამზადება საკმაოდ მარტივია, საჭირო მასალები მოიპოვება სოფლის მეურნეობაში. ავღანეთში ძირითადად იყენებენ სასუქების და სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ნარევს (რომელიც ასევე იშოვება). პირველ ადგილზეა გვარჯილა და ომონიუმის ნიტრატი. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის…

როდესაც მუხრანი დაიღუპა, გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია. ზოგი ამბობდა, რომ შუკვანი სნაიპერის ნასროლმა ტყვიამ შეიწირა, ზოგი ამტკიცებდა, რომ ის ნაღმზე აფეთქდა. ოფიციალური უწყებები კი დუმილს ამჯობინებენ. პრაქტიკულად ყველა ინფორმაცია, რომელიც ავღანეთიდან მოდის, არის გასაიდუმლოებული. პირადად ჩემთვის ეს ფაქტი გაუგებელი და, შეიძლება ითქვას, აბსურდულია.

როდესაც ერაყში ვმსახურობდი, თითქმის ყოველდღე ვკითხულობდი სამხედრო გამოცემას Stars and Stripes. გაზეთი, რომელიც გამოდიოდა არა მარტო სამხედროებისთვის , მაგრამ 99% სამხედრო თემას ეძღვნებოდა. მანდ იყო სპეციალური გვერდი, რომელიც ეხებოდა ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს. მოთავსებული იყო სურათი და ისტორია, თუ რა ვითარებაში დაკარგა ამერიკამ თავისი ჯარისკაცი. მისი თანამებრძოლები ყვებოდნენ, თუ რა მამაცურად იბრძოდა და რა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ჩვენთან ამაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ნუ გასაგებია, ასაიდუმლოებენ, ჯანდაბას, გავიგეთ. მაგრამ როდესაც ქვეყნის ჯარისკაცი იღუპება საბრძოლო მოქმედებებში (არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტერიტორიაზე), სახელმწიფო ვალდებულია სამხედრო ტრადიციების ყველა დაცვით ჩამოასვენოს და დაკრძალოს სამხედრო. ჩვენთან კიდევ ისე ჩუმად ჩამოასვენეს და გადასცეს ნათესავებს, კაციშვილმა ვერაფერი გაიგო…არც ორკესტრი, არც საპატიო ყარაული, არც სახელმწიფო დროშები, არც მხედრული სალამი…ეს მიუღებელია, ბატონებო, მიუღებელი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა ვითარებაში იმყოფებიან იქ ჩვენი ბიჭები, რაოდენ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, რა რისკის ფასად უჯდებათ ბაზიდან თითოეული ნაბიჯი. ხალხმა უნდა დააფასოს მათ მიერ გაწეული მსხვერპლი.

მას მერე, რაც iratta.ru-მ მზის სინათლე იხილა, დავიწყე მუშაობა ახალ პროექტზე. ძალიან მომეწონა წერის პროცესი და გადავწყვიტე, დამოუკიდებლად დავწერო წიგნი. ახალი პროექტის სახელწოდებაზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ეს იქნება დეტექტივი. შეიძლება ითქვას, თრილერი. საქმე ეხება საიდუმლოებით მოცულ რამდენიმე მკვლელობას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოხდა. ხელწერა იდენტურია: ორი გვამი–ქალის და მამაკაცის, ორივეს ქორწინების ბეჭდები უკეთია, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან. სიკვდილის მიზეზი თოკით გაგუდვაა…არ ვიცი, რამდენად გაამართლებს, მაგრამ საოცრად ბევრი იდეა მომდის.

ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ  iratta.ru დაახლოებით ერთი თვის წინ გამოვიდა. წიგნი ეძღვნება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომს. ქრონოლოგია დაცული არ არის, არც დოკუმენტურ მასალებს შეიცავს. მხატვრულია თავიდან ბოლომდე. ბატალურ სცენებზე მუშაობისას ძნელი იყო ემოციების გაკონტროლება. იმედია, მოგეწონებათ. წიგნის შეძენა შეგიძლიათ მაღაზიათა ქსელ პარნასში, ასევე საგაზეთო ჯიხურებში. ვეცდები შემდეგი წიგნი ასეთივე საინტერესო გამოვიდეს.

ps: საუკუნეა არ დამიწერია ბლოგზე :)

მერამდენედ დავრწმუნდი იმაში, რომ ღირსები ვართ, რაც გვემართება. უარესის ღირსები ვართ. ერთი კაი წმენდა და ფილტრაციაა საჭირო. საქართველო იქცა გრუზინეთად!

რამდენიმე დღის წინ გლდანში, მეტროში, ხალხმრავალ ადგილას, საშინელი მკვლელობა მოხდა. 3 არაკაცმა ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ახალგაზრდა, რომელმაც ყველა ომი გამოიარა, იცავდა იმ სირებს, დაბრუნდა ცოცხალი და მეტროში მოკლეს. ყველაზე საზარელი ის არის, რომ ირგვლივ მყოფებმა ამ ყველაფერს უბრალოდ უყურებდნენ! არის ამის ამსახველი ვიდეომასალა, კურიერშიც გავიდა სიუჟეტი, მეტროში დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო..უბრალოდ უყურებდნენ, როგორ კლავდნენ ადამიანს. იმ ჯარისკაცმა შენიშვნა მისცა “ახალგაზრდებს”, მათ კი მოკლეს. რა თქმა უნდა, ყველა დაიჭრეს…

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ქვეყანა ყარს. ჩემი თაობა ყარს, საშინელი სუნი ასდის, იხრწნება და ირგვლივ წამლავს ყველაფერს. ჩემი შვილი არ დაიბადება გრუზინეთში, მითუმეტეს არც გაიზრდება…

ძალიან ვნანობ, თავის დროზე რომ პოლიტიკით დავინტერესდი, აი ძალიან ვნანობ. რა მინდოდა წვენებში…პრინციპში, კარგი გამოცდილება კი იყო. რაც მთავარია, დროზე  მივხვდი, რომ ჩემი სფერო ნამდვილად არ იყო.

უბრალოდ ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის არჩეული ცხოვრების გზიდან იძულებითი გადახვევა. როდესაც ერთ რამეზე ფიქრობ და ოცნებობ და ამაზე ოცნებითა და ფიქრით წვალობ ყოველ წელს და შემდეგ უცბად, რაღაც წამებში ყველაფერი იცვლება და გიწევს ახალი ცხოვრების დაწყება. როდესაც სამხედრო სასწავლებელში ვაბარებდი, ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამსიზმრებია, რომ შეიძლება ერთ დღეს მომიწევს სამხედრო კარიერის დასრულება. დასრულება როგორ არ მომიწევდა, თავის დროზე (იმედია), მაგრამ არა მის დასაწყისში, როდესაც ასე ახლოს ვიყავი მიზანთან! ასე ახლოს ვიყავი თვითმფრინავთან, მის კაბინასთან..რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლი. ცხოვრება გრძელდება.

როდესაც ჯარებიდან წამოვედი, ძალიან რთული პერიოდი დამხვდა წინ. გაისმა კითხვა: რა ვქნა? აქ არ იყო საუბარი სამსახურის შოვნაზე და ელემენტარულ საარსებო საშუალებაზე. საუბარი იყო ცხოვრების ახალი გზის არჩევაზე. ერთი გზა შევიდა ჩიხში, საჭირო იყო ახლის ძებნა. დავიტანჯე ამაზე ფიქრით. შემდეგ საკითხს ცოტა სხვა კუთხით მივადექი: რა შემიძლია?ნუ ვიცი უცხო ენები, ასე თუ ისე ვერკვევი სამხედრო საქმეში. ვერ ვიტყვი რომ საბრძოლო გამოცდილება მაქვს, მაგრამ მთლა “მწვანეც” არ ვარ ამ მხრივ. ტყვიასაც გაუფრენია თავთან და სუნიც ამიშვია ჩასაფრებაში მოყოლილს. ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. მთავარია ის, რომ 23 წლის ასაკში “რაღაც” მაინც ვისწავლე ცხოვრებისგან. პოლიტიკა?რატომაც არა? აი თურმე სად შევცდი…აქ, საქართველოში, პოლიტიკა იგივეა, რაც ბორდელში ყოფნა. “აძლევ” იმას, ვინც მეტს გადაგიხდის. რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგადად ეგრეა. ცოტახანი ვცადე ბედი აღნიშნულ სფეროში, მერე თავი დავანებე…შეიძლება ითქვას, ახლაც ცხოვრების გზის არჩევით ვარ “დაკავებული”.

ერთი პერიოდი შინაგანი ზიზღი მქონდა ყველაფრის მიმართ, რაც სამხედრო საქმეს ეხებოდა. შეიძლება წყენა იყო, შეიძლება პირადი, სუბიექტური ამბიციები. სხვას ვადანაშაულებდი იმაში, რაც დამემართა და რის გამოც წამოვედი ჯარიდან, არადა დამნაშავე თავად მე ვიყავი, ჩემი ამპარტავნობა, ჩემი ახალგაზრდული ჟინი და არანორმალური სურვილი ფრენისა…რომ ეთქვა, მიდი თაზო და პარაშუტის გარეშე გადმოხტი და ამის მერე მფრინავი გახდები, ალბათ გადავხტებოდი! შორიდან ვადევნებდი თვალყურს ჯარში მიმდინარე მოვლენებს და რაღაც მომენტში ზიზღს ვგრძნობდი. კიდევ კარგი ეს მდგომარეობა გამიარა, ძალიან მრცხვენია ასე რომ ვფიქრობდი, ჩემი თავსი მრცხვენია. შემდეგ დაიწყო ომი…

ამ პერიოდის გახსენება საერთოდ არ მინდა. როდესაც ჩემი ცოლისძმა (მაშინ დაოჯახებული არ ვიყავი) წაიყვანეს და მე დავრჩი სახლში. შემეძლო წავსულიყავი, მაგრამ არ წავედი. მეშინოდა?დიახ, მეშინოდა. საღი აზრი ვარჩიე (ვითომ?იქნებ ისევ თავს ვიტყუებ). ვისაც უნდოდა წასვლა, ის ულაპარაკოდ ადგა და წავიდა. ცხოვრებაში არ იყო ჯარში ნამყოფი, მაგრამ ადგა და წავიდა. რისთვის?სხვაზე უფრო მაგარი პატრიოტი იყო ან სხვაზე მეტად უყვარდა ქვეყანა?არა. სხვაზე ბერვად, ბერვად მეტად უყვარდა სამხედრო საქმე, ჯარი, ის აურა, რომელიც სუფევს სამხედრო წრეში, ის სიამაყე, ფორმის ტარების სიამაყე. ყველა ის გაჭირვება და აუტანელი პირობა, რომელიც უნდა აიტანო და ეს გხდის შენ განსხვავებულად სხვა დანარჩენებისგან. ელიტა..

ჯარს მაინც ვერ მოვშრდი. სამხედრო თარჯიმნობა დავიწყე, რაც პრინციპში, კარგად გამომდის. არ ვუჩივი არაფერს, თუმცა გზა, ის ისევ ასარჩევია. არჩევანი ძალიან ბევრია, მთავარია გააკეთო სწორი არჩევანი და მიჰყვე მას ცხოვრების ბოლომდე, არ ინანო არცერთი წამი. არცერთი!

დიახ, ქართველო! ვიცი, რომ გიყვარს ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, შემწვარი კარტოფილი, კალმახი, შქმერული…მაგრამ, მინდა მოგცე ერთი რჩევა..ადექი ფეხზე, ჩაიხადე შარვალი და ქვევით დაიხედე..ხედავ შენს პატარა მეგობარს? ვერა, ხო? ახლა გადაადგილდი სარკის მიმართულებით და ჩაიხედე.ააა, ახლა დაინახე ხო? ახლა ხელები აწიე და დააკვირდი, გაქვს თუ არა ვიზუალური კავშირი შენს ნეკნებთან? ეჭვი მეპარება. მაშ რა უნდა ქნა? დიახ, შენ მართალი ხარ! დიეტა+ ვარჯიში. სპორტული კვება ხინკლის ნაცვლად და სპორტული დარბაზი სახინკლის ნაცვლად. უნდა გაიჭირვო, ქართველო, აბა როგორ?ისაო, ესაო, მეომარი ერიო..მეომარი ერი არა ისა კიდე! სუფრას ვეომებით გულიანად! ამერიკელ ჯარისკაცებს რომ აქვთ დევიზი, no one gets left behind,  ჩვენ გვაქვს nothing gets left behind. ყველაფერი უნდა ვჭამოთ იმენა…

თუმცა მე ვის რას ვეუბნები?25 წლის ვხვდები, 185 სმ ვარ სიმაღლეში და ვარ კლუბი “100კგ+”–ის საპატიო წევრი..ჰოდა, მე პირადად ვაპირებ ამის შეცვლას.

შენ?

შენც აპირებ? მაშინ ერთად დავიწყოთ. არა, ხვალ ქორწილში ვარ დაპატიჟებული და ზეგიდან დავიწყოთ, მასეთები არ იყოს..ვიწყებთ ხვალიდან! ჯერ, წონის დასაკლებად, მინდა შემოგთავაზო ერთი საკმაოდ მაზოხისტური დიეტა, რომელიც ვნახე საიტზე დიეტა.ჯი

ხვალიდან ვიწყებ მე პირადად. შენც გირჩევ, ღიპიანო მამულიშვილო!

ახლახანს დავბრუნდი მივლინებიდან. გერმანიაში ვიყავი, უფრო სწორად გერმანიის ჰაერს ვსუნთქავდი. ჩვეულებრივ სამხედრო ბაზაზე 3 კვირა გავატარე, არც ქალაქში გავსულვარ და არც ცნობილი გერმანული ლუდი დამილევია. 3 კვირის განმავლობაში არ შევსულვარ ინტერნეტში და ამან, პრინციპში, თვალები ამიხილა ბევრ საკითხზე. ნუ ვინც მიცნობს, მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ 2002 წლიდან ვცხოვრობდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ფორუმ.ჯიზე. ნელ–ნელა ეს ფორუმი დაემსგავსა ბალაგანს და ტვინის ბურღვას. ცოტა დარჩა ისეთი განყოფილება, სადაც შეძლებდი შესვლას, ხალხთან ურთიერთობას, გართობას, ხანდახან რეალში შეხვედრას, ლუდის დაგემოვნებას და ა.შ ფორუმი დაემსგავსა ვაიპატრიოტების, ძველი ბიჭების, ვითომ ყველაფრის მცოდნეების ბუდეს. ჩამოვედი, შევედი ფორუმზე, ერთი დღის მერე მივხვდი, რომ ვგრძნობ სერიოზულ დისკომფორტს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ექაუნთი გავაუქმე და ვარ ბედნიერი. თუმცა, რაღაც დასკვნების გამოტანა მოვასწარი.

ხალხის უმეტესობა ცხოვრობს იქვე, ფორუმზე შექმნილი იმიჯით. მათ უხარიათ, როდესაც მათი ვირტუალური პიროვნების (ნიკის) გარშემო მიდის დისკუსია, იხსნება თემები, ხალხი ბჭობს, განიხილავს მათ პოსტებს ან თემებს. ეს იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი, რომ ზოგიერთი დილიდანვე იწყევს საკუთარი “მე”–ს დამკვიდრებას. დავაკვირდი თემის გახსნის დროს და მივხვდი, რომ ეს უკვე დიაგნოზია :) ასე რომ, სანამ ეს დიაგნოზი მე არ დამესვა, ჯობია იქაურობას მოვშოდრე. რა თქმა უნდა სადღაც გულის სიღრმეში დამწყდა გული, ბევრი მეგობარი მყავს იქ, ბევრი მტერიც. მეგობრების დაკარგვის არ მეშინია, ბოლობოლო არსებობს სკაიპი, ფეისბუკი და ა.შ. ფორუმზე დაწყებული მეგობრობა უკვე რეალში გრძელდება, ასე რომ მანდვე გაგრძელდება.

კარგი იყო მივლინება :) სუფთა ჰაერი, ერთმეტრიანი თოვლი, ყინვა -20, ხანდახან -30 უკაკუნებდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მახსოვს 3 კვირის განმავლობაში :) იყო სასაცილო მომენტები, გულგასატეხიც. ბევრ ადამიანზე შემეცვალა წარმოდგენა, შეიძლება ჩემზეც ბევრს შეეცვალა წარმოდგენა. ასეთია ცხოვრება:)

Next Page »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.